პეპლები გარდერობში

გარდერობი ის მეორე ადგილია, სადაც ფრიალა პეპლების ხილვა გულს გვიხარებს! შესძინეთ სიხარული და დადებითი ემოციები თქვენს ყოველდღიურობას ამ ფერადი პრინტით - პეპლები სიყვარულის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. პეპლების პრინტი მოდის რუკაზე ისევ დაბრუნდა. პირველად ამ მოტივების მიმართ ინტერესი 1930-იან წლებში გაღვივდა და მას მერე უამრავჯერ ინტერპრეტირდა. თვითონ პეპელა მეტამორფოზის სიმბოლოა და უბრალოდ დამთხვევა არ არის, რომ ის დიზაინერებს განსაკუთრებული ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს. ამ შემოდგომას დიკას კოლექციაში შეგხვდებათ ჰაეროვანი შიფონი პეპლების პრინტით. ფერად-ფერად და ნათელ პრინტებს ძალიან დახვეწილ ქვედაბოლოებზეც იპოვით. კოლექციაში შემოდგომის თბილი ტონები გაწყობილია პეპლების მოტივებთან - ასე ტანისამოსი თვალის მაგნიტად იქცევა და ბევრის ყურადღებას მიიპყრობს. ისინი უხდება კონტრასტულ შავს, ოქროს ყაყაჩოს ან მდოგვისფერს. ეს მფრინავი მწერი ტრანსფორმაციის, სილამაზის, სინატიფის ძალისა და ცხოვრების სიმსუბუქის შემახსენებელია. დაათვალიერეთ კოლექციიდან ახალი სილუეტები აქ.

pictograms