​კოლექციის წითელი: შემოდგომა 23-ის შეგრძნება

გაბედე წარმატება! - ეს შემოდგომა 23-ის დევიზია. კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ფერი, წითელი (Red Ochre – “წითელი ჟანგმიწა“) ენერგიისა და ძალაუფლების მომნიჭებელი ფერია - სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გამარჯვების სიმბოლო.

წითელის ეს ელეგანტური და მდიდრული ტონალობა შთაგონებას ბუნებისგან იღებს - ის შემოდგომის თბილ პეიზაჟებს გვაგონებს.

ამ სეზონზე პოდიუმებზე წითელი-ჟანგმიწა ერთ-ერთი ყველაზე დომიმანტური ფერია. ელეგანტური საოფისე ჩაცმულობებიდან ყოველდღიური, ქუჩის სტილამდე დასრულებული - ეს ტონალობა ნებისმიერ ჩაცმულობა ინტენსივობასა და თავდაჯერებულობას ანიჭებს.

თამამი, გაბედული სტილისთვის მთლიანად წითელში გამოწყობა ერთ-ერთი სტრატეგიაა - ასე ყველას ყურადღების მიპყრობას შეძლებთ, თუმცა წითელი-ჟანგმიწას შეხამება სხვა, უფრო ნეიტრალურ ტონებთანაც შესაძლებელია - ასე უფრო სადა, უბრალო ჩამცულობას ააწყობთ.

ეს დინამიკური ელფერი ერთგვარი შეხსენებაა, რომ ცხოვრებაში უნდა იყო გაბედული და რომ წარმატებას მიაღწევს ის, ვინც მზად იქნება შანსებისა და შესაძლებლობების გამოსაყენებლად. შეიგრძენით ახალი სეზონის ენერგია და მიეცით წითელის ამ ტონალობას საშუალება თქვენი მიზნების მიღწევის გზაზე თქვენს ერთგულ და თავდაჯერებულ კომპანიონად იქცეს.

დაათვალიერეთ ახალი კოლექცია აქ.

pictograms