ამ სეზონზე ეს ღია, ნეიტრალური ფერი ყველას რჩეულია. კრემისფერი თავდაჯერებულად იპყრობს ქუჩებს, ოფისებსა და პოდიუმსაც. კლასიკური, მარადიული და ელეგანტური - ის სწორედ ამ სიტყვებთან ასოცირდება. ტონებისა და ჩრდილების მდიდარი პალიტრა საშუალებას გაძლევთ სწორედ ისეთი ტონი აირჩიოთ, რომელიც საუკეთესოდ გამოკვეთს თქვენი კანისა და თმის ფერს. ჩაცმულობების აწყობისას შეგიძლიათ მთლიანად კრემისფერში გამოეწყოთ, ან კომბინაცია შექმნათ და შავს, კარამელისფერსა და მიმზიდველ პრინტს შეუხამოთ.
არ აქვს მნიშვნელობა მთლიანად კრემისფერში გამოწყობა თუ უფრო კონტრასტულ ფერებთან კომბინაციების აწყობა გსურთ, მაგალითად, შავთან, ან კარამელისფერთან – კრემისფერი უთვალავ შესაძლებლობას იძლებს. მას იყენებენ როგორც საქმიან, ისე ყოველდღიურ ჩაცმულობებში.
სრულად კრემისფერში გამოწყობა
თავიდან ფეხებამდე კრემისფერში გამოწყობა, ამ ფერის სხვადასხვა ტონის გამოყენებით, უბრალო და მოდურ ჩაცმულობას ქმნის.
კონტრასტული ფერების კომბინაციები
კრემისფერი ჩაცმულობის გასაცოცხლებლად დაამატეთ მას კონტრასტული ფერები, როგორებიცაა, მაგალითად, შავი ან კარამელისფერი. კრემისფერის ნეიტრალური ბუნება მას მუქ და უფრო თბილ ტონალობებთან შესახამებლად იდეალურ ელემენტად აქცევს. ამის გარდა, კონტრასტულ ჩაცმულობას თამამი აქსესუარებიც უხდება.
კრემისფერი პრინტები
კრემისფერი თვალისმომჭრელ პრინტებს ქმნის: გეომეტრიული თუ აბსტრაქტული ორნამენტები, კრემისფერი ვიზუალურ კომპოზიციას დიდ ხიბლს სძენს, თქვენს სტილს კი უფრო დახვეწილად წარმოაჩენს.
კრემისფერი ნამდვილად ყველაზე პოპულარული, მოდური და რელევანტური ფერია!
იხილეთ სრული კოლექცია აქ.