გამოყენებული სიტყვები, ტერმინები და აბრევიატურები

ზოგადი წესებისა და პირობების უკეთ გასაგებად ქვემოთ გთავაზობთ მასში გამოყენებული სიტყვების, ტერმინებისა და აბრევიატურების განმარტებებს:

ვაუჩერი - დოკუმენტი მოქმედების ვადის განსაზღვრული დროით, რომელიც გაცემულია E.Miroglio ЕАD– ს მიერ, შაბლონური ფორმით, თანდართული ფისკალური / სისტემის ქვითრით, რომლითაც შეიძლება განხორციელდეს საქონლის სრულად ან ნაწილობრივ გადახდა, სასაქონლო ნიშნით DIKA®, E.Miroglio EAD რეგისტრირებული კომერციული დაწესებულებისგან.

DIKA® - E.Miroglio EAD სახელით დარეგისტრირებული საქონლისა და მომსახურების სავაჭრო ნიშანი.

E.Miroglio EAD არის სავაჭრო კომპანია, E.Miroglio EAD UIC 119603547

IASMTA - სავაჭრო საქმიანობის მართვის ინტეგრირებული ავტომატიზირებული სისტემა, რეგისტრირებული E.Miroglio EAD- ის სახელით.

მომხმარებელი - პირი, რომელიც ვაუჩერს წარადგენს, რათა დაფაროს საქონლის, სავაჭრო ნიშნით DIKA®, სრული ღირებულება ან ამ ღირებულების ნაწილი.

წარმდგენი - E.Miroglio EAD-ის მიერ გაცემული ვაუჩერის მფლობელი/წარმდგენი.

სისტემის ქვითარი - სავაჭრო საქმიანობის მართვის ინტეგრირებული ავტომატიზირებული სისტემის მიერ გაცემული ქვითარი, რეგისტრირებული E.Miroglio EAD სახელით.

ღირებულება - თანხა, რომელიც მითითებულია ვაუჩერთან თანდართულ ფისკალურ/სისტემის ქვითარზე.

საქონელი - პროდუქტი სავაჭრო ნიშნით DIKA®, რომელიც განკუთვნილია E.Miroglio ЕАD- ის სახელით რეგისტრირებულ კომერციულ დაწესებულებებში გასაყიდად.

სავაჭრო დაწესებულება - ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნით DIKA®, საქონლის გაყიდვის კომერციული საქმიანობის განსახორციელებლად.

კონსულტანტი - პირი, რომელიც დასაქმებულია კონკრეტულ კომერციულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში E.Miroglio EAD– სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; საქონლის გასაყიდად უფლება აქვს განახორციელოს კომერციული ოპერაციები კომერციულ დაწესებულებაში.

სერვისი - ნებისმიერი ქმედება, რომლის შეთავაზებაც კომერციულ დაწესებულებაში თავისუფლადაა შესაძლებელი; მას აქვს თავისი ღირებულება და განსხვავდება საქონლისგან/პროდუქტისგან, ფულის მიმოქცევისგან, უცხოური ვალუტისგან, ვაუჩერის გაცემის, გამოყენებისა და მოქმედების ვადისაგან.

ფისკალური ქვითარი - E.Miroglio EAD-ის სახელით რეგისტრირებული ფისკალური აპარატის მიერ გაცემული ფისკალური ქვითარი.

FD - ფისკალური მოწყობილობა, რეგისტრირებული E.Miroglio EAD სახელით.

I. ზოგადი

1.ეს ზოგადი წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას E.Miroglio EAD- სა და მომხმარებლებს შორის. ეხება მომხმარებლის უფლებებსა და მოვალეობებს E.Miroglio EAD– ის მიერ გაცემული მოქმედი ვაუჩერის გამოყენებისას, რომელიც კომერციულ დაწესებულებაში რეგისტრირებულია E.Miroglio EAD– ის სახელით.

2.ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი თანხმდება და იღებს ვალდებულებას, დაიცვას მოცემული ზოგადი წესები და პირობები.

3.ზოგადი წესებისა და პირობების მიხედვით მოქმედი ვაუჩერი არის ვაუჩერი, რომელიც:

1.აღნიშნული და წარმოდგენილია, როგორც ვაუჩერი და განკუთვნილია იმ სასაქონლო პროდუქტის ღირებულების გადასახდელად, რომელსაც აქვს სავაჭრო ნიშანი DIKA®, და რომლის ტრანზაქციაც ხორციელდება E.Miroglio EAD-ის სახელით რეგისტრირებულ სავაჭრო დაწესებულებებში.

2.გაცემულია E.Miroglio EAD-ის მიერ.

3.არ არის დაზიანებული.

4.მკაფიო და გარკვეულად დაწერილია.

5.თან ერთვის FD/IASMTA– ს მიერ გაცემული წაკითხვადი ფისკალური / სისტემის ქვითარი, რეგისტრირებული E.Miroglio ЕАD სახელით.

6.ითვალისწინებს მოქმედების ვადას, რომელიც გულისხმობს გაცემის თარიღიდან 3 (სამ) თვეს.

7.E.Miroglio EAD იტოვებს უფლებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად შეასწოროს, დაამატოს, შეცვალოს, გააუქმოს ან შეწყვიტოს ზოგადი წესები და პირობები და, ამასთან, საქონელი, რომელსაც ისინი იყენებენ. მოქმედი ზოგადი წესები და პირობები გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.dikastore.ge

II. ვაუჩერი - ღირებულება, ნამდვილობა, ფლობა, რაობა

1.ვაუჩერები გაიცემა 200 ლარამდე,მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. არ არსებობს შეზღუდვები ვაუჩერების რაოდენობასა და / ან ღირებულებაში

2.ვაუჩერი გაიცემა სერიული ნომრებით.

3.თითოეული ვაუჩერის მოქმედების ვადაა 3 (სამი) თვე იმ დღიდან, რომელიც მითითებულია FD / IASMTA– ს მიერ გაცემული ფისკალური / სისტემის ქვითრის გაცემის თარიღად, რეგისტრირებული E.Miroglio ЕАD სახელით.

4.ვაუჩერის მოქმედების ვადა უცვლელია.

5. ვაუჩერი არ არის ფასიანი ქაღალდი, იგი არის დოკუმენტი, რომელსაც პროდუქციის სანაცვლოდ. მისი გაცვლა შეუძლებელია ფულზე, ვალუტაში ან ფასიან ქაღალდებზე; შესაბამისად, თუ ვაუჩერის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე წარმდგენის მიერ არჩეული საქონლის ღირებულება, სხვაობა თანხებში არ ბრუნდება და ამ განსხვავების გამო ვაუჩერის წარმდგენს შეუძლია, დამატებით სხვა პროდუქტიც აირჩიოს.

6.ვაუჩერის წარმდგენი არის მისი მფლობელიც და, ლოგიკურად, მასვე ენიჭება შესაბამისი უფლებებიც.

7.ვაუჩერი არ შეიძლება ეკუთვნოდეს ერთზე მეტ ადამიანს.

8.ფიზიკური საშუალება (ქაღალდის დოკუმენტი), რომელიც გაფორმებულია როგორც ”ვაუჩერი”, მაგრამ არ აქვს თანდართული ფისკალური / სისტემის ქვითარი(გაცემული FD / IASMTA–ს მიერ, რეგისტრირებული E.Miroglio ЕАD სახელით; აგრეთვე ფისკალური / სისტემის ქვითარი, გაცემული FD / IASMTA- ს მიერ, რეგისტრირებული E.Miroglio ЕАD- ის სახელით, ფიზიკური საშუალების გარეშე (ქაღალდის დოკუმენტი), მითითებული, როგორც ”ვაუჩერი”) არ წარმოადგენს ვაუჩერს ამ ზოგადი პირობების შესაბამისად. ამგვარად, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ ფისკალურ ქვითართან ერთად.

9.კონსულტანტებს, კომერციულ აგენტებს, პერსონალს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სავაჭრო ობიექტში საქონლის ან მომსახურების გაყიდვაზე, უფლებამოსილება აქვთ გადახედონ, შეამოწმონ, მიიღონ, უარი თქვან ვაუჩერების განაღდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, როცა წარდგენილი ვაუჩერი მოქმედი არ არის.

III. ვაუჩერის გაცემა და გამოყენება

1. ვაუჩერის შეძენა შეიძლება ნაღდი ანგარიშსწორებით ან/და ბარათის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სავაჭრო დაწესებულებებში.

2.ვაუჩერი არ იძლევა DIKA®-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ არსებული საქონელის, მოდელის, პროდუქტის ხელმისაწვდომობის გარანტიას.

3.POS ტერმინალში ნაღდი ანგარიშსწორებით ან/და ბარათით გადახდისას E.Miroglio EAD გასცემს ფისკალურ/სისტემის ქვითარს FD/IASMTA–სგან, რომელიც თან უნდა ერთვოდეს ფიზიკურ საშუალებას (ქაღალდის დოკუმენტი), ვაუჩერის სტატუსით.

4.თუ ვაუჩერში მითითებულ ღირებულებასა და თანდართულ ფისკალურ/ სისტემურ ქვითარში განსხვავებაა, მართებულად ფისკალურ/სისტემურ ქვითარში მითითებული თანხა ჩაითვლება.

5.იმის გათვალისწინებით, რომ თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ გადასახდელად ვაუჩერი გამოყენებული იქნება სავაჭრო ნიშნით DIKA®, ის უნდა წარედგინოს შესაბამის სავაჭრო დაწესებულებას, სადაც საქონელია შეძენილი.

6.ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ მისი მოქმედების ვადის პერიოდში.

7.დაუშვებელია ვაუჩერის გამოყენება იმ გადახდილი თანხის მისაღებად, რაც ვაუჩერის შეძენას დასჭირდა და, რომელიც თანდართული ფისკალური / სისტემის ქვითარშია მითითებული, გაცემული FD / IASMTA– ს მიერ, რეგისტრირებული E.Miroglio ЕАD სახელით.

8.როდესაც საქონლის შეძენისას ვაუჩერი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენება, ის გადაეცემა გაყიდვების ასისტენტს, რომელმაც საქონელი გაყიდა. ვაუჩერის ასლი არ გაიცემა და არ მიეწოდება პირს, ვინც ის გადახდისთვის გამოიყენა.

9.ვაუჩერი არ მოქმედებს სავაჭრო ნიშნის DIKA®-ს მქონე საქონლის შესაძენად მაშინ, როცა მოხმარებელი პროდუქტს ყიდულობს დისტანციური ხელშეკრულებით, ხდება დისტანციური ან სატრანზიტო გადახდა, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის, ინტერნეტის, გამოყენება.

10.ვაუჩერი არ მოქმედებს სავაჭრო დაწესებულებების გარეთ არსებული იმ საქონლის შეძენისას, რომელიც E.Miroglio EAD- ის სახელით არის რეგისტრირებული.

11.ვაუჩერი მიიღება მასზე თანდართულ ფისკალურ/სისტემურ ქვითარში მითითებული სრული ღირებულებით, წარმდგენის მიერ არჩეული საქონლის ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ გადახდაზე.

12.ვაუჩერი შესაძლოა გამოიყენონ ერთზე მეტი პროდუქტის შესაძენად, რომელიც DIKA®-ის სავაჭრო ნიშნითაა რეგისტრირებული.

13. თუ საქონლის ღირებულებას ვაუჩერი სრულად ვერ ფარავს, სხვაობას იხდის წარმდგენელი (მომხმარებელი).

14.თუ მიღებული ვაუჩერით შეძენილ საქონელს აღმოაჩნდა დეფექტი, გაჩნდა გაცვლისა და დაბრუნების სურვილი, ამ პროცედურის წარმართვისას მასზე იგივე პირობები ვრცელდება, რომლებიც მაღაზიაში გაყიდულ ნებისმიერი სხვა პროდუქტზე.

15.როცა შენაძენის ღირებულება ვაუჩერის ღირებულებაზე ნაკლებია, სხვაობა ნაღდი ფულით არ ბრუნდება. ამ შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს აირჩიოს ერთი ან ერთზე მეტი საქონელი სავაჭრო ნიშნით DIKA®, რათა შეავსოს ვაუჩერის ღირებულების დარჩენილი ნაწილი. ამ ზოგადი წესებისა და პირობების დებულებები დამატებით შეეხება გადახდას.

IV. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ვაუჩერის გაცემისას ან/და გამოყენებისას, კომპანიას არ ეძლევა იმ პირის პირადი მონაცემები, რომელმაც იყიდა ან გამოიყენა ვაუჩერი. შესაბამისად, ეს ინფორმაცია არც მუშავდება და არც ინახება. ამის მიუხედავად, როცა პირადი მონაცემები შეგროვებულია ნორმატიული ან ადმინისტრაციული გზით, E.Miroglio EAD პასუხისმგებელია მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების ადმინისტრაციაზე, დამუშავებაზე, შენახვასა და გამოყენებაზე.

2.ის პირადი მონაცემები, რომლებსაც E.Miroglio EAD იღებს, გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაუჩერებით მომსახურების მიზნით. E.Miroglio EAD პირობას იძლევა, რომ ეს მონაცემები არ მიეწოდებათ და მას არ გამოიყენებენ მესამე პირები.

V. საავტორო უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

1.ვაუჩერებზე გამოყენებული დიზაინი, ფერების, ტექსტებისა და სურათების კომბინაციები ექვემდებარება E.Miroglio EAD–ს საავტორო უფლებებს.

2. ვაუჩერზე გამოყენებული სავაჭრო ნიშანი, DIKA®, ეკუთვნის E.Miroglio EAD- ს. E.Miroglio EAD ვაუჩერის შეძენით წარმდგენელს არ ანიჭებს და არ აძლევს სავაჭრო ნიშნის ან მისი რომელიმე ნაწილის ან ელემენტის გამოყენების უფლებას.

3.ვაუჩერის მფლობელს არ შეუძლია სავაჭრო ნიშნის DIKA®-ს გამოყენება საჯარო სიტუაციებისა ან პრეზენტაციისთვის.

VI. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

1. 'E.Miroglio' EAD პასუხს არ აგებს ვაუჩერისთვის, რომელიც მისი შეძენის შემდეგ დაიკარგა, მოიპარეს ან/და დაზიანდა. იგივე ეხება ფისკალურ/სისტემურ ქვითარს, რომელიც გაიცემა ვაუჩერის შეძენისას და მისი განუყოფელი ნაწილია.

2. E.Miroglio EAD არ ანაცვლებს დაკარგულ, მოპარულ ან დაზიანებულ ვაუჩერებს.

3.E.Miroglio EAD არ ამოწმებს შეძენილი ვაუჩერის ნამდვილობას და მისი წარმდგენელის ვინაობის ლეგიტიმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოთხოვნა კანონიდან გამომდინარეობს.

4.შეძენილი ვაუჩერი უკან არ ბრუნდება.

VII. საკონტაქტო ინფორმაცია და მომხმარებელთა სერვისი

____________________________________________

____________________________________________

გამყიდველის ინფორმაცია

E.MIROGLIO ЕАD, UIC 119603547, რეგისტრირებული ოფისითა და მენეჯმენტის მისამართით: ინდუსტრიული ზონა, 8800 Sliven, ტელ: 02/4521752, ელ.ფოსტა: Nora.Evtimova@emiroglio.com, იურიდიული წარმომადგენელი Gaetano Rimini

pictograms