6. პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და დაცვა

დამოკიდებულება პერსონალურ ინფორმაციებისადმი

6.1. შპე „ე.მიროგლიო საქართველო“ არის კანონიერი ადმინისტრატორი და აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას საიტზე შემოსული ინდივიდებისგან და იღებს პასუხისმგებლობას დაიცვას მომხმარებლის კონფიდენციალურობა.

6.2. ნებისმიერი კლიენტი, რომელმაც გამოიყენა გამყიდველის ვებ-საიტი და მისი სერვისი, ნიშნავს, რომ იგი უკვე გაეცნო პერსონალურ ინფორმაციისადმი გამყიდველის დამოკიდებულებას და ეთანხმება მას.

6.3. ინფორმაცია, რომელსაც გამყიდველი ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის მხარის რეკვიზიტების სახით, წარმოდგენს მხოლოდ იმ ინფორმაციას რაც აუცილებელია მყიდველთან კონტარქტის შესადგენად და რაც მოცემულია წინამდებარე წესების 3.1 მუხლში. გამყიდველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს მინიმალურ ინფორმაციას კლიენტის შესახებ („ინფორმაციის მინიმალიზაცია“) და არ შეიცავს პერსონალური ინფორმაციის განსაკუთრებულ კატეგორიას („სენსიტიური ინფორმაცია“).

6.4. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც გამყიდველი ითხოვს მყიდველისაგან, კავშირშია იმ სერვისებთან, რომელსაც გამყიდველის ონლაინ მაღაზია გთავაზობთ. კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციები გამოიყენება მხოლოდ კონტაქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

6.5. გამყიდველი ვალდებულია, მყიდველისაგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია დაიცვას არაავტორიზებული და უკანონო შეღწევისაგან. მიღებული ინფორმაციების დასაცავად გაატაროს ყველა ტექნიკური ზომა.

6.6. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი

პერსონალური ინფორმაციების დამუშავების საფუძვლებია:

ა) კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება:

ბ) კლიენტის, როგორც მომხმარებლის რეგისტრაცია;

გ) ონლაინ-მაღაზიაში რეგისტრაცია;

დ) სარეკლამო ინფორმაციების მიწოდება

6.7 პერსონალური ინფორმაციების დამუშავების მიზნები

გამყიდველის მიერ კლიენტების პერსონალურ ინფორმაცის დამუშავება გამოწვეულია:

- მომხმარებლების ონლაინ მაღაზიაში რეგისტრირების ადმინისტრირებისთვის;

- ნასყიდობის ხელშეკრულების შემდგომი განვითარების, განხორციელებისა და რეალიზაციის მიზნით, რომელიც იდება გამყიდველსა და კლიენტებს შორის ონლაინ მაღაზიის გამოყენებით;

- მყიდველის მიერ შეკვეთილი საქონლის იდენთიფიცირებისათვის;

- სარეკლამო შინაარსის წერილების შეთავაზებებზე/სტატიებზე/, რომელიც მიმართულია კლიენტებზე;

- რე-მარკეტინგის გამოყენებაზე, ფეისბუქის ჩათვლით;

- კლიენტის მოსაზრებების გათვალისწინებზე შემოთავაზებულ პროდუქტზე;

- ონლაინ მაღაზიის სტატსიტიკის ან სხვაგვარი ანალისიზის მიზნით;

- წინამდებარე წესებში დამატებების, ცვლილებების, კონფიდენციალლურობის პოლიტიკაში, დამატებების, ცვლილებების ან სერვისის წესებში დამატებების, ცვლილებების შესახებ შეტყობინების მიზნით.

6.8 როგორ გროვდება პერსონალური ინფორმაცია

კლიენტები ნებაყოფლობით წარმოადგენენ პირად ინფორმაციას გამყიდველის ვებ-საიტის - www.dikastore.ge -ს გამოყენებით. კლიენტის/მომხმარებლის მიერ სერვისის ველების შევსება, რომელიც სავალდებულოა შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობებისათვის, წარმოადგენენ კლიენტის/მომხმარებლის ინფორმაციას, რომელსაც ადმინისტრატორი იყენებს შესყიდვისა და გაყიდვის ხელშეკრულების შესადგენად ამ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით. პერსონალური ინფორმაციის წარდგენით, მომხმარებელი თანახმაა მიიღოს შეკვეთის დადასტურება ელ-ფოსტით. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული შეკვეთის ადმინისტრირებისათვის. კლიენტის/მომხმარებლის თანხმობა ავტომატურად გულისხმობს გამყიდველის უფლებას მიაწოდოს მას სარეკლამო წერილები და შეთავაზებები ელ-ფოსტის მეშვეობით.

6.9. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები

გამყიდველი, შპს „ე. მიროგლიო საქართველო“, ვალდებულია დაიცვას მის ხელთ არსებული კლიენტის ყველა პერსონალური ინფორმაცია თანახმად საქართველოს კანონისა „პერსონალურ ინფორმაციათა დაცვის შესახებ“. მარკეტინგული მიზნებისთვის შექმნილი ინფორმაცია უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ, კლიენტის/მომხმარებლის პირველსავე მოთხოვნისთანავე.

თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელი მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებს მარკეტინგულ შემოთავაზებებს.

6.10. მომხმარებლების მიერ წარმოდგენილი პირად ინფორმაციაზე წვდომა

როგორც პირადი ინფორმაციის ადმინისტრატორი, შპს „ე.მიროგლიო საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ მარკეტინგული მიზნებისთვის არ გაყიდის, არ გაუზიარებს კლიენტის პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირს. ამ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ ავტორიზებულ პირებს შეუძლიათ.

შპს „ე. მიროგლიო საქართველოს“ აკრძალული აქვს მის ბაზაში დაცული მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა მომხმარებლის ნებართვის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული წესებისა.

www.dikastore.ge-ს თანამშრომლები პირობას დებენ, რომ პატივისცემით მოეპყრობიან მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას.

6.11 უფლებები წვდომაზე, პირადი ინფორმაციის შესწორებასა და წაშლაზე

კლიენტებს/მომხმარებლებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოს:

6.11.1.მისი პერსონალური ინფორამიიც მთლიანი ბაზა;

6.11.2. მის შესახებ არსებული პერსონალურ საინფორმაციო ბაზაში შესწორება, დამატება;

6.11.3. ინფომრაციის წაშლა.

6.11.4. ზემოთ აღნიშნული ქმედებების შესასრულებლად, მომხმარებელი ვალდებულია წერილობით, ადმინისტრატორისაგან მოითხოვოს ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი ქმედების შესრულება. წერილი უნდა შეიცავდეს:

ა). განმცახდებლის სახელს, მისამართს და პიროვნების იდენთიფიკაციისათვის განკუთვნილ ინფორმაციას;

ბ). მოთხოვნის აღწერას;

გ)ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმა;

დ). ხელმოწერას, შევსების თარიღს;

ე). თუ განცხადება წარმომადგენლის მიერაა წარმოდგენილი, აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების წარმოდგენა;

განაცხადი უნდა გაიგზავნოს რეგისტრირებული ფოსტით ან კურიერით. იმ მისამართზე, სადაც ადმინისტრატორის მიერ რეგისტრირებული ოფისია განთავსებული.

ადმინისტრატორი, განცახდების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება და აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ელ-ფოსტით, ასევე ნებისმიერი საკურიერო სამსახურის მეშვეობით.

6.12 გასაჩივრების უფლება

მომხმარებელი უფლებამოსილია:

შპს „ე. მიროგლიო საქართველოს“ ადმინისტრატორთან გაასაჩივროს პერსონალური ინფორმაციის შესახებ მის მიერ დარღვევად მიჩნეული ნებისმიერი საკითხი, ადმინისტრატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი გაასაჩივროს (ასეთი სურვილის შემთხვევაში) თანახმად საქართველოს კანონისა „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ მინიჭებული წესების შესაბამისად პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან. 

6.13 კითხვების შემთვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ მისამართზე : dika@emiroglio.com

pictograms