დიკას ქალბატონი ახალი გამოცდილებების ძიებასა და ახალი სეზონით ტკბობისთვის ქალაქგარეთ მიდის. გაზაფხული 2021-ისთვის შექმნილი ბამბის ტანისამოსის ხაზის შთაგონება კომფორტი და ბუნებასთან კავშირის სიამოვნებაა.
თეთრი და შავი - ეს მოდური და კლასიკად ქცეული კომბინაცია ამ წელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდის მიმართულება იქნება.
ბიზნეს შეხვედრა, პარკში გასიერნება, დაქალებთან გატარებული შაბათ-კვირა, რომანტიკული სადილი... ცხოვრება სავსეა იმ ემოციებითა და გამოცდილებებით, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებენ. მოცემულ ვიდეოში ამ ეპიზოდებისგან დატოვებული ემოციებისა და ჩვენი კოლექციის მრავალფეროვნების წარმოჩენა ვცადეთ — ვიდეო თანამედროვე ქალბატონის დღეს მიჰყვება.
ფერმკრთალი ცისფერი, ელეგანტური კრემისფერი, ნაზი ყვითელი და ვარდისფერი — ამ ტონებს მეორენაირად პასტელის ფერებს უწოდებენ.
დამზადებულია იტალიაში - ეს მოდის ინდუსტრიაში ძალიან გავრცელებული ფრაზაა, ის მაღალი ხარისხისა და მოდურობის სინონიმია.
იქიდან გამომდინარე, რომ დიკას თქვენთვის საუკეთესო აქსესუარების შემოთავაზება სურდა, აპენინის კუნძულს ვესტუმრეთ. სწორედ ამიტომ, ამ გაზაფხულზე იტალიაში დამზადებულ მაღალი ხარისხის ჩანთებს, ქამრებსა და სხვა აქსესუარებს გთავაზობთ.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ აქცენტირებული წელი ყველაზე გამძლე და ესთეტიკური მიმართულებაა, რადგან ის მოდიდან არასდროს გადადის.
ამ გაზაფხულის სეზონზე სხეულის ეს ნაწილი ყურადღების ცენტრშია, ამ მიმართულების მთავარი მიზანი კი თავად სხეულის სილუეტის სანიმუშოდ წარმოჩენაა.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა: ამ მოვლენით ქალების მიერ მოპოვებული უფლებები - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული მიღწევები - აღინიშნება.
Total Look: სიტყვები, რომლებიც პასუხობენ მარადიულ კითხვას - როგორ შევძლოთ მუდმივად საუკეთესო ჩაცმულობის კომბინაციის შერჩევა!
სამსახურის გასაუბრება, მნიშვნელოვანი (ონლაინ) ღონისძიება, ამაღელვებელი შეხვედრა, ქალაქში გასეირნება - ეს ის რამდენიმე შემთხვევაა, როცა შესაბამისი ტანისამოსი მნიშვნელოვანია.
ფერი, რომელიც ამ გაზაფხულს შეგიყვარდებათ, ფრეზიას ყვითელია - იმიტომ, რომ ახლა სწორედ ისეთი პერიოდია, როცა ყველანი ოპტიმისტურ ხედვას, ხალისსა და ენერგიას ვესწრაფვით.
თებერვალი მიპატიჟებაა იმისთვის, რომ ჩვენი გულები რაღაც ლამაზს შევაგებოთ და სიცოცხლის სიხარული ვიზეიმოთ.
ჩვენ ამ ვალენტინობისთვის სამი ატრიბუტი მოგიმზადეთ - თითოეული მათგანი კარგ განწყობას ქმნის და, ამავდროულად, მარადიულია.
მზად ხართ, კლასიკად ქცეული ფერის საშუალებით, რომელიც ერთდროულად შთამაგონებელი და დინამიკურია, გამორჩეული იყოთ?
კორპორატიული ლურჯი - ფერი, რომელიც ჩვენს ახალ ცხოვრების სტილთან ადაპტირდება და პასუხობს კითხვას, თუ როგორ წარმოვაჩინოთ ძალდაუტანებლად ჩვენი ინდივიდუალობა.
დეტალები ქმნის სრულყოფილებას, მაგრამ თავად სრულყოფილება დეტალი არ არის - ლეონარდო და ვინჩი
ჩაცმულობის შედგენისას ყურადღებას დეტალებზე ამახვილებთ ხოლმე? დამტკიცებულია, რომ თუ სამოსი იდეალურად და გულმოდგინედ არის დამზადებული, ის ჩვენ უბრალოდ გვიყვარს და ეს უპირობო სიყვარულია, რადგან, ამავდროულად, არ შეგვიძლია კონკრეტული ახსნა მოვუძებნოთ ამ გრძნობას და სიყვარულის მიზეზი გავარკვიოთ.
დიკას გაზაფხული2021-ის კოლექცია ერთგვარი მიძღვნაა იმ ქალბატონების ნამდვილი სილამაზისთვის, რომლებიც მუდმივად წინ იყურებიან და ახალ გამოცდილებებს ეძებენ. კოლექციის მოდელების ჰარმონია არის სამი ძირითადი ფერის კონტრასტში. ეს ფერებია: ყვითელი, გაზაფხულის მწვანე და კორპორატიული ლურჯი. კოლექციისთვის ასევე დამახასიათებელია გამოკვეთილი ხაზებისა და თამამი სილუეტების ერთობა - ეს არის ელემენტებისა და ქსოვილების ოსტატური თანხმობა.
რომელი გირჩევნიათ: საჩუქრების მიღება თუ ჩუქება? ბევრისთვის საჩუქარი ძვირფასი მისი ღირებულების გამო კი არა, იმ მესიჯის დამსახურებითაა, რომელსაც ის შეიცავს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს დაახარჯავთ ნივთს, თუ სწორადაა შერჩეული და მიმღების ინტერესებს პირდაპირ ერგება, მაშინ ჩათვალეთ, რომ საჩუქრის შერჩევის დავალებას წარმატებით გაართვით თავი.
დეკემბერი წლის ყველაზე სადღესასწაულო თვეა. ის არის თბილი გულებით სავსე, განვლილი დღეების შეჯამებასა და მოლოდინებს შორის არსებული პერიოდი იმედებისა და ახალი გეგმებისთვის; წლის ის დრო, რომელიც საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა გაატაროთ; ასეთ დღეებში კარგი ჩაცმულობა მშვენიერი საშუალებაა განწყობის ასამაღლებლად: მაგალითად, შენაძენი, რომელშიც დღესასწაულებზე გამოეწყობით.
თუ ამ სეზონისთვის ლამაზ და ორიგინალურ პრინტს ეძებთ, მაშინ ტარტანის დროა! ეს ორნამენტი ნებისმიერი ტიპის გარდერობს ერგება
შემოდგომა-ზამთარი 20/21-ის სეზონის მოტო ეს არის - ტყავის შეგრძნება!
ამ სეზონზე პალტო ყველაზე მნიშვნელოვანი ტანისამოსია: ჩაცმულობაში პირველად სწორედ მას ამჩნევენ. პრაქტიკული ფუნქციის გარდა, ესთეტიკურადაც მშვენიერია - ის ჩაცმულობას მთლიანობის იერს სძენს და წარმოაჩენს როგორც სტილს, ასევე თქვენს პიროვნებას.
ზურმუხტისფერის არჩევა ხაზს უსვამს ქალბატონის უნიკალურობასა და ელეგანტურობას. ამ ფერის სამკაული ტანისამოსს გამორჩეულობის განცდასა და სიმდიდრის ელფერს სძენს.
გარდერობში არსებულ თითოეულ ტანისამოსს მისთვის დამახასიათებელი დეტალი აქვს. შემდგომა-ზამთარი 20/21-ის სეზონისთვის ჩვენ სამ კონკრეტულ მოტივს გამოვარჩევთ - ისინი რელევანტურები და შესამჩნევები არიან: