​განსაკუთრებული ჩაცმულობა ნებისმიერი სიტუაციისთვის

​განსაკუთრებული ჩაცმულობა ნებისმიერი სიტუაციისთვის

გამოსაშვები საღამო, ქორწილი, განსაკუთრებული ღონისძიება - გაზაფხული დღესასწაულების სეზონია, ჩვენ კი სწორი ტანსაცმელი გვაქვს იმისთვის, რომ თითოეული მათგანი კიდევ უფრო არაჩვეულებრივად ვაქციოთ!

მოდის ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, განსაკუთრებული დღეებისთვის ტანსაცმლის შეძენისას სამი ძირითადი ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ:

  • რა არის ღონისძიების კონტექსტი?
  • სასურველი ტანისამოსი მარტივად ეხამება თქვენს სხვა ტანსაცმელსა და აქსესუარებს?
  • სხვა სიტუაციებში შეიძლება მისი ჩაცმა?

ეს სამი კითხვა საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში გვეხმარება. ამის გარდა, გარანტიას გვაძლევს, რომ ტანისამოსი, რომელსაც შევიძენთ, ელეგანტურიცაა და ფუნქციურიც.

დიკას კოლექციის მოდელების დიზაინი ქალბატონების ინდივიდუალიზმსა და სტილს წარმოაჩენს. მათ კლასიკად ქცეული სილუეტები, ხარისხიანი ქსოვილები და არაჩვეულებრივი ჭრილები აქვთ. ჩვენი ტანისამოსი ერგება განსხვავებულ სიტუაციებს. უმეტესობა მათგანი არაჩვეულებრივად ეხამება კაფსულა გარდერობს, მათი გაფორმება შესაძლებელია ჩვენი ელეგანტური ტყავის აქსესუარებითა და შარფებით.

სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის კაბა მარადიული ფავორიტია, გარდა ამისა, დამსახურებულად გამორჩეულია მოდურ პიჯაკთან შეხამებული კომბინეზონი. გაზაფხული-ზაფხული 22-ის კოლექციაში ტანასცმელებისთვის ერთ-ერთი აქცენტი დეკორაციული ბაფთაა - ხშირ შემთხვევაში ის ტანისამოსის ზურგზეა განთავსებული. განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის სპეციალურ ტანსაცმელთა კომპლექტი შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ.

pictograms