ეს სილუეტები პირველად მილანისა და პარიზის მოდის კვირეულზე ვიხილეთ - აქედან ისინი მალევე იქცნენ ჩვენი ყოველდღიურობის მუდმივ ნაწილებად - მათ შორის მოერგნენ საქმიან სტილსაც.
მოკლე პიჯაკი მოდის ის ტენდენციაა, რომელიც ამ სეზონს მრავალფეროვნებასა და კარგ განწყობას მატებს. ხარისხიანი ბამბის ტვიდისგან დამზადებული პიჯაკი წამში ახერხებს ნებისმიერი ჩაცმულობის გარდაქმნას. ამ ტიპის პიჯაკი განსაკუთრებით მოსახერხებელია მიდ(საშუალო სიგრძის) და მაქსი(გრძელი) ტიპის ქვედაბოლოსთან თუ კაბასთან, რადგან ის, როგორც წესი, მთლიან სილუეტს ჰარმონიულობას ანიჭებს. ამის გარდა, სტრუქტურირებული ჭრილები ფორმას სძენს უფრო მოცულობით კაბებსა და შარვალს - ამასთან, გამოკვეთს და უკეთ წარმოაჩენს სხეულს. ეს ელეგანტური და პრაქტიკული პიჯაკი შეიძლება ჩაიცვათ როგორც ქვედაბოლოსთან, ასევე კაბაზე, უმკლავო კომბინეზონსა ან მაღალწელიან შარვალზე. უფრო ჩვეულებრივი სიტუაციისთვის, მისი შეხამება ე.წ. Mom Jeans-ების სტილის ჯინსის შარვალთან შესანიშნავი არჩევანია.
მოკლე პიჯაკი გარდამავალი სეზონების პერიოდში ჩასაცმელი სამოსია - როცა ჯერ კიდევ თბილა, მაგრამ დღის პირველ ნაწილსა და დასასრულში, ტემპერატურა მცირდება და, შესაბამისად, ჩაცმულობას მოსაცმელი სჭირდება.
მეტი ახალ კოლექციაზე გაიგეთ აქ.