საქმიანი სტილის ახლებური ინტერპრეტაცია. დიკას ახალი კოლექციის მთავარი ფერებია: ლავანდის ნაცრისფერი და გაზაფხულის მწვანე.
კოლექცია საქმიანი გარემოში ჩაცმის ახალი სტილის ანარეკლია: უნაკლო ჭრილები, გარანტირებული კომფორტი ნებისმიერ სიტუაციაში და სილუეტები, შესაფერისი სხვადასხვა ბიზნეს გარემოსთვის. ბამბის ტვიდის კოსტიუმები, კაბები და ბლუზები, მრავალფეროვანი პრინტებით — ისინი გაზაფხულის გარდერობს საგაზაფხულო განწყობას მატებენ. ამ სეზონზე მოწინავე პოზიციაზეა შარვლებისა და პიჯაკების კობინაცია; ამის გარდა, კოლექციაში კლასიკური ფერების პალტოებიც შეგხვდებათ— მათი წყალობით ნებისმიერი ჩაცმულობა დასრულებულ სახეს იღებს.
დიკას დიზაინერების გუნდი ჰიბრიდული სამუშაოსთვის განკუთვნილ ტანისამოსს ქმნის — ტანსაცმელს, რომელიც თანამედროვე ქალის აქტიური ცხოვრების სტილს ერგება. 2023 წლის გაზაფხული ულამაზესი კაბების მრავალფეროვნებით გამოირჩევვა — ისინი შესაფერისია გამოსასვლელი სიტუაციებისთვისა და განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის: ქორწილები, კორპორაციულები, გამოსაშვები საღამოები და მოგზაურობები. მასალები, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხისაა, სპეციალურად შერჩეული სხეულის მაქსიმალური კომფორტისთვის. გარდა ძირითადი ფერებისა, კოლექციის ფერთა პალიტრაში შეხვდებით შემდეგ ფერებს: წითელი, თეთრი, მუქი ლურჯი, შავი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, სამეფო ლურჯი, კრემისფერი და ცისფერი.
დაათვალიერეთ პირველი მოდელები აქ.