​ფერის კოდი: ნეფრიტის მწვანე

შემოდგომა 23-ის კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ფერი ნეფრიტის მწვანეა - ნათელი, იდუმალი და ელეგანტური, ეს ფერი ახალი სეზონის ბიზნეს გარდერობისთვის ელეგანტური დამატებაა. დიკაში იპოვით ნეფრიტის მწვანეს პიჯაკებს, შარვლებს, ფანქარ-ქვედაბოლოებსა და კაბას ელეგანტური ჭრილებით. კოლექციაში ასევე აღმოაჩენთ ამავე ფერის ბლუზსა და მაქმანებიან ბამბის კაბას. ნეფრიტის მწვანე საუკეთესოდ ეხამება შავს, თეთრს, კრემისფერსა და კლასიკურ ლურჯ ჯინსს.

ნეფრიტის მწვანეს სიახლის შეგრძნება და მაცოცხლებელი ენერგია მოაქვს - ცხოვრების, ნაყოფიერებისა და ძალაუფლების სიმბოლოა. ის ასოცირდება სიბრძნესთან, დიპლომატიურობასა და ნდობასთან.

ნეფრიტი უკიდურესად ძლიერი და მყარი ნახევრად ძვირფასი ქვაა - ნეფრიტი მაიას ტომებში ოქროზე ძვირფასიც კი იყო.ის ასოცირდება სიბრძნესთან, დიპლომატიურობასა და ნდობასთან. კოლექცია სრულად იხილეთ აქ.

pictograms