შავი და თეთრი - კლასიკად ქცეული კომბინაცია ტრიუმფალურად უბრუნდება პოდიუმებს. თეთრის ტონების პალიტრა მრავალფეროვანია, ხოლო შავი კომბინაციას კონტრასტულ ელემენტს სძენს.
შემოდგომა 23-ის კოლექციაში შავ-თეთრი ჩაცმულობები სპეციალური ჭრილებით გამოირჩევა: უმკლავო პიჯაკი, ბაიკერის მოსაცმელი, გრძელი, ელეგანტური, შარფები და საშუალო სიგრძის ქვედაბოლოები გამორჩეული ორნამენტებით. ჩვენი კლასიკური თეთრი პერანგები, შავი შარვალი და პოლო მაისურები უთვალავი კომბინაციის აწყობის შესაძლებლობას იძლევა.
უმკლავო პიჯაკი: დახვეწილი და მრავალფეროვანია. ეს მოდელი შესანიშნავია როგორც ფორმალური ღონისძიებებისთვის , ისე არაფორმალური სიტუაციებისთვის.
ბაიკერის მოსაცმელი: მოდის სამყაროში ყოველთვის უყვარდათ ეს სტილი. ბაიკერის მოსაცმელი მშვენივრად ეხამება თეთრ ტანისამოსს და კონტრასტულ კომბინაციას ქმნის.
ატლასის შარფები: დიკას ახალი შემოთავაზება - თვალისმომჭრელი და ყოველთვის ელეგანტური!
ჩვენს ყოველ კოლექციას უნიკალური პრინტები ამშვენებს. პრინტები სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ იმ ქალბატონის ინდივიდუალიზმი და კრეატიულობა წარმოაჩინოს, რომელიც მის ჩაცმას გადაწყვეტს. საშუალო სიგრძის ქვედაბოლო ახალი დამატებაა საშემოდგომო შავ-თეთრი გარდერობისთვის.
დაათვალიერეთ სრული კოლექცია აქ.