საჩუქრების სახელმძღვანელო

ყველაზე კაშკაშა დღესასწაულების მოახლოებასთან, ანუ იმ დღეებთან დაკავშირებით, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად საუკეთესო მომენტების გასაზიარებლად ვიკრიბებით, თემატური სასაჩუქრე იდეების სახელმძღვანელო მოგიმზადეთ - გაეცანით ჩვენი სადღესასწაულო საჩუქრების შემოთავაზებებს და გაახარეთ მეგობრები, ახლობლები და რატომაც არა - საკუთარ თავებიც :) 

COZY CHIC

თუ რბილი, ფუმფულა სვიტერები, ქუდები და შარფები გიყვართ, მაშინ COZY CHIC იდეალური არჩევანი იქნება: დაათვალიერეთ DiKa Home-ს ნარჩევი მოდელები - პლედი და დეკორაციული ბალიშის ჩასადები სპეციალურ საშობაო ელემენტებით წითელ და თეთრ ფერებში.

EVENING ATIRE

იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბერი სოციალურად ყველაზე აქტიური თვეა, როცა უამრავ შეკრებასა და ღონისძიებაზე გვიწევს წასვლა, საღამოს ტანისამოსი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ელეგანტური საჩუქარია: მოდური კაბები, კოსტიუმები, აქსესუარები და მოსაცმელები შავ ფერში, თვლებითა და მბზინვარე მოტივებით გაფორმებული.

TIMELESS CHIC

ვისაც გამორჩეულად უყვარს მოდის სამყაროს მიმართულებებისა და სიახლეებისთვის თვალის მიდევნება და აქტუალობის მიხედვით ჩაცმულობის აწყობა, TIMELESS CHIC-ის ხაზის დათვალიერებას გირჩევდით. ეს ხაზი აერთიანებს კლასიკად ქვეულ და მუდმივად რელევანტურ სტილებს - თითოეული მათგანი არაჩვეულებრივი ინვესტიციაა გარდერობისთვის.

ARTშარფები / ხელოვნების შარფები

ამ სეზონზე დიკას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ექსკლუზიური ხელოვნების შარფების კოლექციაა, რომელიც ცნობილი ბულგარელი მხატვრის, კრასი ტოდოროვის ნახატების შთაგონებით შეიქმნა და შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი. ქსოვილების დახვეწილობისა და ესთეტიკური მხარის გარდა, თითოეულ შარფს მოჰყვება ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მეტალის რგოლი კომბინაციების აწყობის შესაძლებლობისთვის.

სასაჩუქრე ვაუჩერი

სასაჩუქრე ვაუჩერი ყოველთვის კარგი იდეაა: ამ წელს დამატებით სპეციალური დიკას ბრენდირებული სასაჩუქრე ყუთის შეძენაც შეგიძლიათ!

pictograms