წინა საგაზაფხულო კოლექცია 24 აქ არის!

გაზაფხულის სეზონის პირველი მოდელები, რომლებიც ძალიან შესაფერისია მოახლოებული დღესასწაულებისთვის, უკვე ხელმისაწვდომია. კოლექციას თან ახლავს დახვეწილი გემოვნებისშეგრძნება,წითელი და თეთრი აქცენტებით, სუფთა სილუეტებითა და ჭრილებით, რომლებიც იდეალურად გამოკვეთს სხეულს.ყვავილებიანი და გეომეტრიული მოტივები მონოქრომულ სამოსსმრავალფეროვნად აქცევს, ქსოვილებიდახელოვნური ტყავის ელემენტები კი, კლასიკად ქცეულ ტვიდთან ერთად, კოლექციას დინამიკურ ჰარმონიას სძენს.

მასალებს შორის გამოირჩევა ბამბის ტვიდი, ვისკოზა, რეიონი(ხელოვნური აბრეშუმი). ტექსტურებში მკრთალი ლურექსისძაფების ბზინვარებააჩაქსოვილი. სპეციალური ქსოვის ტექნიკა კი სამოსს მრავალგანზომილებიანეფექტს სძენს. კოლექციაში გაერთიანებული დეკორაციული ელვა-შესაკრავები, მაქმანები და კონტრასტებითთამაში თანამედროვე დინამიკური ქალისთვის იდეალური მოდური კომბინაციაა.

კოლექციის მთავარიმოტივი კომფორტია, ყოველდღიურობის ნებისმიერ ასპექტში. კომფორტულობსთან ერთად, სილუეტი ელეგანტურობას ინარჩუნებს და იდეალურად წარმოაჩენს სხეულს. ფერთა პალიტრა კლასიკურია: შავის, მოდური წითელისა და თეთრის დახმარებით კაფსულა გარდერობის განახლებასა და თანამედროვე ცხოვრების სტილზე ადაპტირებას შეძლებთ.

დაათვალიერეთ სრული კოლექცია აქ: 

pictograms