სტილი, რომელიც ამ შემოდგომას შეგიყვარდებათ

სტილი, რომელიც ამ შემოდგომას შეგიყვარდებათ! თუ გაინტერესებთ, როგორ იყოთ ელეგანტური და მოდური, მაშინ, როცა კომფორტული ტანსაცმელი გაცვიათ, პასუხია ყოველდღიური სტილის(ე.წ „ქეჟუალი“ - casual) ტანისამოსი. ეს არის სტილი, რომელიც აერთიანებს როგორც ტანზე მომდგარ, ასევე თავისუფლად გაშვებულ სილუეტს - სწორი ჭრილები და არაფორმალური მოდელები იდეალურად ინარჩუნებენ ბალანსს ელეგანტურობასა და მოხერხებულობას შორის. ეს სტილი პოპულარული 60-იან წლებში გახდა - მაშინ, როცა ოფისში მომუშავეებს საშუალება მიეცათ, რომ პარასკევობით კომფორტული ტანისამოსი ჩაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ კომფორტი მთავარი პირორიტეტია ის აუცილებლად უნდა მორგებოდა კონკრეტულ სტანდარტებს: გარემოსთვის შესაფერისი უნდა ყოფილიყო და პროფესიონალური შეხედულება უნდა ჰქონოდა. ამ კონტექსტში ჯინსი ყველაზე გამორჩეულია. დღეს, პანდემიის პირობებში, როცა სახლის ოფისი უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამგვარი სტილი ახალ ნორმად იქცა. მოხერხებული და პრეზენტაბელური - ის ერგება ონლაინკონფერენციების პროტოკოლს. რაც შეეხება მოკაზმულობას - ის, იმის გათვალისწინებით თუ რა კომბინაცია გაცვიათ, უნდა იყოს ელეგანტური ან უბრალო. ჯინსი მშვენიერ პერანგთან ან პრინტიან ბლუზთან, არის კომბინაცია, რომელიც თითქმის ყველა სიტუაციას ერგება. დაამატეთ მას კლასიკური პიჯაკი და მზად ხართ! თუ პარიზელებს დავუჯერებთ, როცა სადილზე ხართ დაპატიჟებული და ზუსტად არ იცით, რა არის დრესკოდი, ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ ჯინსსა და პიჯაკს, რომლებიც შეხამებულია მაღალქუსლიან სანდლებთან. თუ ღონისძიება ელეგანტურია - მეტი დახვეწილობისთვის სწორად შეუხამეთ ფეხსაცმელი, ხოლო თუ ის არაფორმალურია - უბრალოდ დასხედით მაგიდასთან და ფეხსაცმელიც ნაკლებად შესამჩნევი იქნება. უფრო თბილ დღეებში ერთმანეთს შეუხამეთ პიჯაკი და შორტი, პლისეებიანი ქვედაბოლო და ჯინსის მოსაცმელი. შექმენით როგორც თავისფულად გაშვებული ტანისამოსის კომბინაცია, ასევე ნაზის, ბუნებრივი ქსოვილითა და სტურქტურირებული ჭრილებით. „ქეჟუალი“ ანუ ყოველდღიური სტილი ელეგანტურად და კომფორტულად ყოფნის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. მეტი შთაგონებისთვის გადადით ამ ბმულზე: https://www.dikastore.ge/gr/catalog/40/new-in.html

pictograms